ახალი ამბები

აღმაშენებლის გამზირზე მომუშავეებს ხელფასი დღეს უნდა დაერიცხოთ

25 ნოემბერი, 2011 •
აღმაშენებლის გამზირზე მომუშავეებს ხელფასი დღეს უნდა დაერიცხოთ
აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ ანაზღაურება დღის ბოლომდე უნდა მიიღონ. როგორც მუშები აცხადებენ, ეს ინფორმაცია მათ ზედამხედველებმა მიაწოდეს.
იმ მუშების გარდა, ვინც მთელი ამ ხნის მანძილზე აღმაშენებლის რეაბილიტაციაზე მუშაობდა, ამჟამად გამზირზე სხვადასხვა სამუშაოებს ცალკე დაქირავებული კომპანიებიც ახორციელებენ.
“ჩვენ ხელფასს ჩვენი კომპანია გვირიცხავს, რომელიც ამ სამუშაოებისთვის დაიქირავეს, შესაბამისად, ხელფასი 10 ნოემბერს ჩაგვერიცხება, როგორც ყოველთვე, მთელი ამ ხნის მანძილზე აღმაშენებლის რეაბილიტაციაზე არ გვიმუშავია” –  აცხადებენ ისინი.

მსგავს კომპანიებს გამზირზე გაყვანილობების და სხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულება დაევალათ.

შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ოფიციალურად 23 ნოემბერს დასრულდა, როდესაც ის პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა, თუმცა დამატებითი სამუშაოები გამზირზე ამ დროისთვისაც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი