მთავრობის ათპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში დღეს პოლიტიკური დებატები გაიმართება. პოლიტიკური დებატების გამართვის ინიციატივა ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატებს” ეკუთვნის.
საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ პოლიტიკურ დებატებში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დეპუტატების წინაშე მოხსენებითაც წარსდგება.
მთავრობის მიერ წარმოდგენილ ათპუნქტიანი გეგმის მიზანია:
1.მაკროეკონომიკური სტაბილურობა;
2. მიმდინარე ანგარიშების ბალანსის გაუმჯობესება;
3.საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შექმნა;
4. რეგიონალურ სავაჭრო და ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება;
5. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
6. სოფლის მეურნეობის განვითარება;
7. განათლების სისტემის გაუმჯობესება;
8. სოციალური პოლიტიკის დახვეწა;
9. ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება;
10. ურბანული და რეგიონალური განვითარება;
პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ის მინისტრებიც მიიღებენ, რომლებიც აღნიშნული პუნქტების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელნი.




