ახალგორის რაიონის გზაზე დღეს, 19 მაისს, დილის საათებში მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო დანაყოფის ჯარისკაცები დაიღუპნენ, ნაწილი დაშავდა.
ავარიის დროს ავტობუსში, რომელიც გზიდან გადავარდა, 25-მდე ჯარისკაცი იმყოფებოდა, მათგან 6 დაიღუპა, 19 კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის, ანატოლი პლიევის განაცხადებით, ავარიის სავარაუდო მიზეზი ნისლი და ცუდი ხილვადობა იყო. ოფიციალური ცნობით, სამხედროები ცხინვალიდან ყანჩავეთში მიემგზავრებოდნენ.