ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოსთვის რეიგანი, როგორც არასდროს, ისე აქტუალურია

23 ნოემბერი, 2011 •
სააკაშვილი: საქართველოსთვის რეიგანი, როგორც არასდროს, ისე აქტუალურია

 

დღეს თბილისში, რიყის პარკში, აშშ–ს მე–40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნა. ქანდაკება საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ხელისუფლების, არასამთავრობოების წარმომადგენლებi და თბილისში მყოფი ამერიკელი კონგრესმენები.

 

“დღეს, მე ვფიქრობ, ძალიან მცირე ნაწილს ჩვენი საზოგადოების, მაგრამ, ძირითადად, პოლიტიკური პარტიებიდან გაუჩნდათ კითხვა, რატომ რონალდ რეიგანი და რატომ თბილისში და რატომ რიყეზე? და ამბობდნენ, რომ აშშ–ს საელჩოს წინ დაედგათ ეს ძეგლი, მაგრამ მე მინდა ვნახოთ ისტორიული კონტექსტი და მინდა გავიხსენო რეიგანის სიტყვები – მე ძალიან კარგად ვიცი გულის სიღრმეში, რომ ადამიანი ფუნდამენტურად არის დადებითი მოვლენა და რომ სიმართლე და სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს.
ახლა გავიხსენოთ რუსთაველის ციტატა – “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”. ჩვენ ვიმყოფებით აქ, ბარათაშვილის ქუჩაზე, ბარათაშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მინდა წავიკითხო რონალდ რეიგანის ციტატა: ”მოდით, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მათ, ვინც ჩვენ შემდეგ მოვა, თქვან ჩვენზე, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ ეს რბოლა, რომ ჩვენ შევუნარჩუნეთ შემდგომ თაობებს თავისუფლება, რომ ჩვენ არ დავკარგეთ გამარჯვების რწმენა”. ”
…და აქვე ბარათაშვილი – “ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება და გზა უვალი, ჩვენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება”, – განაცხადა პრეზიდენმა და დასძინა, რომ საქართველოსთვის რეიგანი, როგორც არადსროს, ისე აქტუალურია.

ამერიკელმა კონგრესმენმა დევიდ დრეიერმაც მიმართა შეკრებილებს და მან რეიგანის ღვაწლზე ისაუბრა.

“ალბათ არაფერი არ იქნებოდა ისეთი ამაღელვებელი რეიგანისთვის, რომ სცოდნოდა,  ის ქვეყანა, საიდანაც სტალინი არის, გახდა ის ქვეყანა, სადაც რეიგანის ძეგლი დაიდგა,” – აღნიშნა დრეიერმა.
Image 5300
Image 5300

მასალების გადაბეჭდვის წესი