ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ

23 ნოემბერი, 2011 • • 1018
“თავისუფალი დემოკრატები” პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ
“თავისუფალი დემოკრატების” წევრი თეა წულუკიანი პარტიის სენაკელი წევრის, რევაზ ხულორდავას დაკავების ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს კი პროფესიონალიზმს უწუნებს.

თეა წულუკიანმა დღეს, 23 ნოემბერს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა 2011 წლის 22 ნოემბერს ადამიანის დაჭრის ბრალდებით დააკავეს სენაკის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე რევაზ ხულორდავა.

“მას ბრალი ედება იმაში, რომ თითქოსდა მან დაჭრა კაცი იმ ადგილზე იმ დროს, როდესაც იმყოფებოდა სხვაგან. ის ადამიანი, ვინმე დავით მგალობლიშვილი დაჭრილია სენაკის მკვიდრ ვინმე ბერულავას ოჯახში 2011 წლის 15 სექტემბერს, ღამის 10:30 საათზე. რევაზ ხულორდავამ ეს ოჯახი დატოვა 2 საათით ადრე რობერტ შალამბერიძესთან ერთად. მას შემდეგ რევაზ ხულორდავა იმყოფებოდა რამდენიმე ადგილას, ესაუბრა სხვადასხვა ადამიანებს, მათ შორის, იზოლდა ჭითავას, გია ხოშტარიას, შემდეგ სუპერმარკეტის გამყიდველ რევაზ ზარანდიას მეუღლეს, შემდეგ წავიდა სენაკიდან 3 კილომეტრში მდებარე საკუთარ სახლში, სადაც მას დახვდა მეუღლე და ძმისშვილი. გზად კი შეიარა ვინმე დალი ჭიტავას მაღაზიაში და შეიძინა საკვები. ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, რევაზ ხულორდავას შეეძლო ეკეთებინა ორი საათის განმავლობაში ეს ქმედებები, ესაუბრა სხვა ადამიანებთან სხვა ადგილას და ამავე დროს ყოფილიყო ბატონ ბერულავას სახლში და დაეჭრა ადამიანი. მეორე დილით რევაზ ხულორდავა წავიდა სამსახურში, საკრებულოში, მუშაობდა ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატებისთვის” და მხოლოდ ორი თვის შემდეგ გაახსენდათ სამართალდამცავებს, რომ თურმე რევაზ ხულორდავა ყოფილა დამნაშავე, “- განაცხადა თეა წულუკიანმა.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრ თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე  არის პოლიტიკური ანგარიშსწორება რევაზ ხულორდავასადმი, რადგან ის გამოირჩეოდა განსაკუთრბეული კრიტიკით ხელისუფლებისადმი როგორც ელიტური კორუფციის, ისე ხარჯების არასათანადოდ ხარჯვის საკითხში. როგორც თეა წულუკიანი ამტკიცებს, რევაზ ხულორდავას ადგილობრივი ხელისუფლება დიდი ხნის მანძილზე სთავაზობდა შეღავათებს, სხვადასხვა თანამდებობებს, რომ ის გასულიყო “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციიდან და  ფრაქცია დაშლილიყო.  წულუკიანის თქმით, ხულორდავას დაკავებამ, რა თქმა უნდა, დიდი დარტყმა მიაყენა “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციას.

“პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო სენაკის მკვიდრ მასპინძელ ბერულავას და მის სტუმარს ვინმე ბატონ წულეისკირს, გამობრძანდნენ და თქვან, ვინ არის რეალური დამნაშავე. მე მინდა, მოვუწოდო ზუგდიდელ გამომძიებელ ნინო კვარაცხელიას და როლანდ ახალიას, დაინტერესდნენ, სად არის ვინმე თემურ ლუტიძე, რომელიც უნდა იყოს რეალური დამჭრელი მგალობლიშვილის და რომელიც არის მასპინძლის სიძე, ის ამჟამად მიმალვაშია. მე მინდა, მოვუწოდო როლანდ ახალაიას, დაინტერესდეს, რატომ ცემეს წულეისკირი და ბერულავა იმის გამო, რომ “ჩაეშვათ” ხულორდავა, რაც მათ არ იკადრეს. მსურს, აგრეთვე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აფშილავას შევთავაზო, ჩამობრძანდეს თბილისში და მიიღოს კვალიფიკაციის ამაღლების უფასო კურსები,” – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, ზუგდიდელმა მოსამართლემ  

წულუკიანის თქმით, მოსამართლე ირაკლი აფშილავამ სხვა ბრალდებულის საქმიდან ამოიღო გადაწყვეტილება, დასაწყისში ხელით შეცვალა გვარი და სახელი რევაზ ხულორდავას გვარ-სახელით და ასეთი შაბლონური წესით შეუფართა რევაზ ხულორდავას წინასწარი პატიმრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი