ახალი ამბები

რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი გაიხსნა

23 ნოემბერი, 2011 •
რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი გაიხსნა
დღეს თბილისში აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი გაიხსნა. აღნიშნული ცენტრი იფუნქციონირებს, როგორც რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ოფიციალური პარტნიორი თბილისში.

შეთანხმებას ხელი ქართულმა სინიცატივო ჯგუფმა და რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის  წარმომადგენლებმა მოაწერეს. ცენტრის გახსნას დაესწრო რეიგანის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ჰოიბუსი. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ: ქართველი ექსპერტები, პოლიტიკოსები, ასევე, საქართველოში  აშშ–ს ელჩი ჯონ ბასი.  

“რეიგანის სახელობის თავისუფლების ცენტრი არასამეწარმეო, არაკომერციული და პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფლების, დემოკრატიის, ეფექტური მთავრობისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების გატარებას ცხოვრებაში”, – განაცხადეს ცენტრის შემქმნელებმა.

დღესვე თბილისში, რიყეზე, რონალდ რეიგანის ძეგლი გაიხსნება. საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი