ახალი ამბები

პრეზიდენტი: ქუთაისს მეტი პერსპექტივა უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქ პარლამენტის არსებობაა

18 მაისი, 2016 •
პრეზიდენტი: ქუთაისს მეტი პერსპექტივა უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქ პარლამენტის არსებობაა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი პერსპექტივა, ვიდრე იქ პარლამენტის არსებობაა.

“ვიცი, რომ ქუთაისლებისთვის პარლამენტის აქ ყოფნა ფინანსურად მომგებიანი გახდა, ეს ვიცი. ამავე დროს, გულწრფელად გეტყვით, რომ საპარლამენტო ცხოვრებისათვის მოწყვეტა პარლამენტისა თბილისიდან, თუნდაც იმიტომ, რომ იქ არის მთავარი სტრუქტურები და იქ არის აღმასრულებელი ხელისუფლება, ამან საპარლამენტო ცხოვრებას გარკვეული სირთულეები შეუქმნა. მიმაჩნია, რომ ქუთაისს ამ წუთას ეკონომიკური ბერკეტი გამოაცალო ასე მყისიერად, შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ პერსპექტივა ქალაქს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი, ვიდრე აქ პარლამენტის არსებობა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

აღნიშნული პრეზიდენტმა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, პრეზიდენტის სიტყვა ტელეკომპანია “იმედმა” გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი