ახალი ამბები

ფოტორეპორტაჟი განახლებული აღმაშენებლის გამზირიდან

23 ნოემბერი, 2011 • • 1013
ფოტორეპორტაჟი განახლებული აღმაშენებლის გამზირიდან

დღეს, 23 ნოემბერს, “ვარდების რევოლუციის” რვა წლისთავზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განახლებული აღმაშენებლის გამზირი გახსნა. გამზირის რეაბილიტაცია პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში 2009 წელს დაიწყო და დღეს დასრულდა.

რეაბილიტაცია აღმაშენებლის გამზირს თამარ მეფის ქუჩის კვეთიდან მეტრო “მარჯანიშვილამდე” ჩაუტარდა. გამზირის დანარჩენი ნაწილის რეაბილიტაცია შემდეგ წელს იგეგმება. არქიტექტორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ განახლების შედეგად ზოგიერთმა ისტორიულმა შენობამ აღმაშენებლის გამზირზე თავისი პირვანდელი სახე დაკარგა და დაზიანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი