ახალი ამბები

პრეზიდენტმა 137 მსჯავრდებული შეიწყალა

23 ნოემბერი, 2011 •
პრეზიდენტმა 137 მსჯავრდებული შეიწყალა

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა 137 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან, სრული შეწყალება შეეხო 111 მსჯავრდებულს. შესაბამისად, თითოეული მათგანი დღესვე დატოვებს პენიტენციურ სისტემას.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის 6 მსჯავრდებულს გაუნახევრდა სასჯელი, 18-ს მოეხსნა პირობითი მსჯავრი, ხოლო 2 ადამიანს შეუმცირდა სასჯელის ვადა. ინფორმაცია მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ საზოგადოებას რამდენიმე წუთის წინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გააცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი