ახალი ამბები

სააკაშვილის რევოლუციური ნოსტალგია

23 ნოემბერი, 2011 •
სააკაშვილის რევოლუციური ნოსტალგია


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ ანგარიშზე დღეს დილიდან ვარდების რევოლუციის შესახებ უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული სტატიის ფოტოები გამოაქვეყნა.  ჯერჯერობით, პრეზიდენტს ფეისბუქზე “ვარდების რევოლუციასთან” დაკავშირებით რაიმე სახის განცხადება არ გამოუქვეყნებია.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოებს შორისაა “ვარდების რევოლუციის” შესახებ ამერიკულ ჟურნალ “ნიუი-ორკერში” გამოქვეყნებული სტატია სათაურით “Marching trough Georgia”, ასევე სხვა გამოცემაში დაბეჭდილი სტატია სათაურით “Neo-Georgian architect”.  პრეზიდენტმა  გამოაქვეყნა Financial Times-ში გამოქვეყნებული სტატიის ფოტოც, სადაც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის საქართველოში ვიზიტზეა საუბარი. სტატიის სათაურია “Bush praise for new Georgia.”  რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტის ანგარიშით მიხეილ სააკაშვილისა და ჯორჯს ბუშის ფოტოა ატვირთული, სადაც პრეზიდენტებს ერთმანეთისთვის ხელი აქვთ ჩაჭიდებული.

დღეს, 23 ნოემბერს, “ვარდების რევოლუციიდან” 8 წელი შესრულდა. ხელისუფლება რევოლუციის წლისთავს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი