ახალი ამბები

საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მერთან შეხვედრა დატოვეს

17 მაისი, 2016 • 1187
საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მერთან შეხვედრა დატოვეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დატოვეს საკრებულოს სხდომა, რომელზეც თბილისის მერს, დავით ნარმანიას უსმენდნენ. საკრებულოს წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებთ, მათ ქალაქის მერისგან ვერ მოისმინეს კითხვებზე კონკრეტული პასუხი:

“მთელი სპექტაკლი ჩვენზე ააწყვეს და ჩვენ შეგვიძლია სცენარი შევუცვალოთ. როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის მერმა ყველაფერი გააკეთა, რომ არ ესაუბრა ბოტანიკური ბაღის პრობლემაზე, არ ესაუბრა გაფლანგული ბიუჯეტის პრობლემაზე. ყურადღება გადაეტანა ძველ შეცდომებზე და ამით დაეცვა ბიძინა ივანიშვილი. ეს იყო ძალიან სამარცხვინო პრეზენტაცია, სამარცხვინო სპექტაკლი. თბილისელები დარწმუნდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული მერი პასუხისმგებელია ივანიშვილთან,”- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თბილისის მერი დღეს, 17 მაისს თბილისის საკრებულოში იმყოფება. საკრებულოს წევრებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ამჟამად სხდომა კვლავ გრძელდება და საკრებულის წევრები თავიანთ აზრს გამოთქვამენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი