ახალი ამბები

“სახელმწიფოებრიობის დასაფლავება” – პერფორმანსი შსს-სთან [VIDEO]

17 მაისი, 2016 •
“სახელმწიფოებრიობის დასაფლავება” – პერფორმანსი შსს-სთან [VIDEO]

დღეს, 17 მაისს, თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სახელწოდებით – “სახელმწიფოებრიობის დასაფლავება”.

ამ ფორმით თავისუფალმა არტისტებმა პერფორმანსის მონაწილეებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ წელს ლგბტ თემს არ მიეცა საშუალება, საქართველოში საჯაროდ გაემართათ ღონისძიება ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 17 მაისს აღინიშნება.

“17 მაისს, ლგბტ აქტივისტებს და ადამიანის უფლებათა სხვა დამცველებს არ მიეცათ საშუალება აღენიშნათ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე თბილისში – სახელმწიფომ ვერ უზრუნველჰყო მათი უსაფრთხოება, აგრეთვე დააკავა ლგბტ თემის ათობით აქტივისტი! პერფორმანსით არტისტებმა ვაჩვენეთ, როგორ დაასამარა ხელისუფლების შტოებმა და ეკლესიამ სახელმწიფო!”, – აცხადებენ არტისტები.

ლგბტ თემის განცხადებით, მათ შსს-სგან ვერ მიიღეს უსაფრთხოების გარანტია და ამის გამო არ შედგა დღეს მათი აქცია ღია ცის ქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი