თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობა 17 მაისს ილია მეორის მიერ დაწესებულ “ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეს” უკავშირდება.
“თბილისში ხატით მსვლელობა დაიწყო 12:00 საათზე ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისაკენ, სადაც ილია II გადაიხდის პარაკლისს.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ეს მსვლელობა არის საქართველოს ეკლესიის ახალგაზრდული ცენტრის “დავითიანის” მიერ ორგანიზებული და “მას აქვს მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვითი დატვირთვა”.
17 მაისი არის ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. ამ დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ლგბტი (გეის, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი) ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და მათი უფლებების დაცვისთვის კამპანიის წარმოება.
1990 წელს 17 მაისს გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა ნუსხიდან ამოიღო. 2013 წლის 17 მაისს თბილისშიც აპირებდნენ აქციის გამართვას ლგბტი აქტივისტები, რისი საშუალებაც მართლმადიდებელმა მღვდლებმა არ მისცეს. ეკლესია 17 მაისის აღნიშვნას ეწინააღდმეგება და ამის საპირისპიროდ ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.