ახალი ამბები

რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა

20 ნოემბერი, 2011 • 1119
რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების შეხვედრა

“ის კეთილი შედეგი, რაც ჩვენი ეკლესიების საერთო მოქმედებებით უნდა მივიღოთ, პირველ რიგში, გულისხმობს საქრთველოსა და რუსეთს შორის და ორივე ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს შორის ურთიერთობის გაზრდას“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა გუშინ, 19 ნოემბერს, ილია მეორესთან შეხვედრისას.

საქართველოს პატრიარქი რუსეთში 18 ნოემბერს ჩავიდა რუსეთის პატრიარქ კირილის დაბადების დღესთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან ურთიერთობა, სადაც არ უნდა შედგეს ეს შეხვედრა – მოსკოვში თუ კიევში, რადგან არის საკითხები, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ყველა ურთიერთობა უეჭველი კეთილ შედეგებს მოიტანს… მართლმადიდებელ ქართველებსა და რუსებს ყოველთვის თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ და ჩვენ ვმუშაობთ და ვლოცულობთ, რომ კვლავ აღდგეს ეს თბილი და მეგობრული დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ვერანაირი პერიპეტიები ამ ურთიერთობის ფუნდამენტს ვერ დაანგრევს, რადგან ორი ქვეყნის ურთიერთობაში მთავარ ფუნდამენტს მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობა წარმოადგენს,“ – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

„ჩვენ, პატრიარქებმა და ეკლესიამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობამ და კეთილდღეობამ გაიმარჯვოს. კონფლიქტები, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის იყო. ღია ჭრილობის სახითაა შემორჩენილი და მათ მკურნალობა ჭირდება. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება,“ – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა რუს კოლეგასთან შეხვდრის დროს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი