ახალი ამბები

ქართული მხარე საფრანგეთს ლევილის მამულის 20 სექტემბრამდე გადმოცემას სთავაზობს

16 მაისი, 2016 • 1058
ქართული მხარე საფრანგეთს ლევილის მამულის 20 სექტემბრამდე გადმოცემას სთავაზობს

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის თქმით, ლევილის მამულის ნოტარიალურად საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი შესაძლოა 20 სექტემბრამდე დასრულდეს. მისივე განცხადებით, ამ საკთხთან დაკავშირებით ფრანგულ მხარეს მიმართავენ.

ამის შესახებ გელა დუმბაძემ განცხადება საქართველოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოიტანეს განკარგულება “საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა შესახებ”, რაც მთავრობამ დაამტკიცა.

“ქართულმა მხარემ, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე  იყო დამოკიდებული, რომ დღევანდელი დღისთვის მოეტანა შეთანხმების პროექტი. პარიტეტული კომისია, ფაქტობრივად, თავის საქმიანობას მორჩა და ბურთი არის ფრანგული მხარის მოედანზე. ჩვენ შევთავაზებთ მათ განკარგულების პროექტით, რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის ნოტარიული გადმოცემის საკითხი დასრულდეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე. შენარჩუნებული იქნება მამულის ისტორიულ-კულტურული პროფილი და ასევე, სამომავლოდ მოეწყობა კვლევის ქართული აკადემია,”- განაცხადა გელა დუმბაძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი