სომხეთის პარლამენტი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების, ზარუ პოსტანჯიანისა და გრანტ ბაგრატიანის კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე აღარ განიხილავს.

შესაბამის კომისიაზე აღნიშნული საკითხის განხილვას ერთის წინააღმდეგ 12-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, დანარჩენი დეპუტატები კენჭისყრაზე არ გამოცხადდნენ.

მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ კანონპროექტს სომხეთის მთავრობამ მხარი 5 მაისს დაუჭირა და განსახილველად სომხეთის პარლამენტში შეიტანა.

მანამდე ოფიციალური ერევნის პოზიცია იყო, რომ სომხეთის მიერ ყარაბაღის აღიარება OSCE-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში არსებულ მოლაპარაკებათა პროცესს ხელს შეუშლიდა. თუმცა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2016 წლის აპრილის 5-დღიანი შეტაკებების შემდეგ სომხეთში აღნიშნული საკითხი აქტუალური გახდა.

მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სომხეთის ოპოზიციის კანონპროექტს სომხეთის პარლამენტმა კენჭი 2014 წელსაც უყარა, თუმცა მხარი არ დაუჭირა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *