გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-22 მაისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
სააგენტოს ცნობით, 16 მაისს საქართველოში გრილი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი.
17 მაისს ზოგან გამოიდარებს, +28 გრადუსამდე დათბება.
18 მაისს დღის მეორე ნახევრიდან და 19 მაისს მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, აცხადებს სააგენტო.
ჰაერის ტემპერატურა 19 მაისს დაიკლებს +17, +22° – მდე. 20 – 22 მაისს შეაძლებელია წვიმა, ზოგან კი გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +21, +26° – იქნება.