ახალი ამბები

პატრიარქის და ივანიშვილის შეხვედრა[Video]

15 ნოემბერი, 2011 • • 1449
პატრიარქის და ივანიშვილის შეხვედრა[Video]

„მოხარულები ვართ, რომ დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი მობრძანდა საპატრიარქოში ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, განსაკუთრებით საქართველოს მომავალსა და დღევანდელ დღეზე. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება “, – განაცხადა  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს, 15 ნოემბერს საპატრიარქოში ბიძინა ივანიშვილთან გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ.   

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით კი, დღეს  ერთ-ერთი ბედნიერი დღე იყო მის ცხოვრებაში. “რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი უწმინდესთან. დღეს იყო საინტერესო შეხვედრა, მივიღე ბევრი რჩევა მისგან, რომელსაც გავითვალისწინებ და რომლებიც დამეხმარება ჩემს მომავალ მოღვაწეობაში”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი