ახალი ამბები

რუსთავი 2: ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო არჩევნების სიის პირევლი ათეული

15 მაისი, 2016 •
რუსთავი 2: ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო არჩევნების სიის პირევლი ათეული

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პარტია ერთიანი ნაციონლური მოძრაობის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

 

  1. დავით ბაქრაძე
  2. ელენე ხოშტარია
  3. რომან გოცირიძე
  4. ნიკანორ მელია
  5. გიორგი ტუღუში
  6. ოთარ კახიძე
  7. სალომე სამადაშვილი
  8. ირაკლი აბესაძე
  9. სერგი კაპანაძე
  10. სერგო რატიანი

 

ნეტგაზეთმა რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხსენიებულ ათივე ადამიანთან სცადა დაკავშირება, თუმცა ჩვენს ზარებს მხოლოდ ოთარ კახიძემ და რომან გოცირიძემ უპასუხეს. ინფორმაციის გადამოწმება პარტიის პრესსამსახურთანაც ვცადეთ, მაგრამ არც ენმ-ში გვიპასუხეს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ ოთარ კახიძე და რომან გოცირიძე. როგორც კახიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პირველი ათეული, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული პროცედურები, რომლებზეც სიის გამოქვეყნებამდე ვერ ისაუბრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი