ევროვიზია 2016-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს ევროფესტივალი უკრაინაში ჩატარდება. ევროვიზიაზე უკრაინას წარმოადგენდა მუსიკოსი ჯამალა სიმღერით “1944”.
უკრაინამ პირველი ადგილი 534 ქულით დაიკავა. მეორე ადგილზე გავიდა ავსტრალია 511 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე – რუსეთი 491 ქულით.
საქართველოს წარმოამდგენლებმა, ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz ფინალში 104 ქულა მიიღეს და პირველ ათეულში ვერ გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმოამდგენლებმა დიდი ბრიტანეთის პროფესიული ჟიურისგან მაქსიმალური – 12 ქულა მიიღეს.
2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში, Globe Arena-ზე გაიმართა. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობდა, ნახევარფინალები 10 და 12 მაისს ჩატარდა, ფინალი კი -დღეს, 14 მაისს.