ახალი ამბები

19 მილიონი ევრო საქართველოს ევროკავშირისგან

14 ნოემბერი, 2011 • 1030
19 მილიონი ევრო საქართველოს ევროკავშირისგან
ევროკავშირი საქართველოს რეგიონების განვითარებისთვის 19 მილიონ ევროს გამოუყოფს.

ეს თანხა საქართველოსა  და ევროკავშირის რეგიონალური განვითარების რეფორმის პროექტს მოხმარდება.

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა და გიორგი ბარამიძემ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, 14 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ევროკავშირის ამ დახმარების შესახებ.

19 მილიონი ევრო საქართველოს ბიუჯეტში სამ ტრანშად ჩაირიცხება. პროგრამა სამწლიანია. ევროკავშირი ყოველწლიურად შეაფასებს პროგრამის განხორციელებას, საქართველოს მთავრობას კი დამატებით, ტექნიკურ დახმარების სახით, 2 მილიონ ევროს გამოუყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი