ახალი ამბები

ირმა ნადირაშვილისა და ფატი ხალვაშის კამათი [ვიდეო]

13 მაისი, 2016 • 1226
ირმა ნადირაშვილისა და ფატი ხალვაშის კამათი [ვიდეო]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები “საკონსტიტუციო სასამართლოს” შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ, ირმა ნადირაშვილმა და ფატი ხალვაშვმა იკამათეს.

დაპირისპირება საპარლამენტო წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებას მოჰყვა. ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სასამართლოს “რუსთავი 2”-ის, ასევე გიგი უგულავას და სხვა საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო სჯის.

პარლამენტი მეორე დღეა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს კანონპროექტს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებებს “სამართალწარმოების შესახებ” კანონში.

“თავისუფალი დემოკრატები”, “ნაციონალური მოძრაობა” და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი “რესპუბლიკური პარტია” ცვლილებებს  მხარს არ უჭერენ. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი