სატელეფონო საუბრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი სტრატეგიული თანაშრომლობის საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეეხო ჟენევაში წარმატებით დასრულებული მოლაპარაკების საკითხს რუსეთის მსოფლიო სავაჭარო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. ჯოზეფ ბაიდენმა პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯია, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ნატოს საბჭოს თბილისში გამართვას მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიმბოლო უწოდა.
ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.