ახალი ამბებიხელოვნება

საქართველო ევროვიზია 2016-ის ფინალშია

13 მაისი, 2016 • 1522
საქართველო ევროვიზია 2016-ის ფინალშია

ევროვიზია 2016-ზე საქართველოს წარმომადგენლებმა, ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს. საქართველო საუკეთესო ათეულშია.

ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz ასრიულებდნენ სიმღერას Midnight Gold. საქართველოს წარმომადგენლების სცენოგრაფიაზე ცნობილი შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი მუშაობდა.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში, Globe Arena-ზე იმართება. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს, ნახევარფინალები 10 და 12 მაისს ჩატარდა, ფინალი კი 14 მაისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი