ახალი ამბები

თალაკვაძის თქმით, ნარკოტესტირებისთვის შარდის შემოწმება უახლოეს მომავალში გაუქმდება

12 მაისი, 2016 •
თალაკვაძის თქმით, ნარკოტესტირებისთვის შარდის შემოწმება უახლოეს მომავალში გაუქმდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ გადაცემაში ინტერVIEW განაცხადა, რომ მალე იძულებით შარდის შემოწმებას ახალი ტექნოლოგიები მთლიანად ჩაანაცვლებს.

“მინისტრის დავალებით ჩვენ ვმუშაობთ და ალბათ უახლოეს მომავალში გვექნება ახალი ტექნოლოგიები სამინისტროში, რომელიც ურინოტესტირებას მთლიანად ჩაანაცვლებს და ადამაინს არავითარი ბიოლოგიური მასალის ჩაბარება აღარ მოუწევს. ეს საკითხიც დღეს თუ ხვალ აღმოიფხვრება. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს წუხილიც მიხსნება,”- განაცხადა მან.

თალაკვაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად რა ტექნოლოგიებზე არის საუბარი.

გარდა ამისა, გადაცემაში არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ დღეს შარდის იძულებითი შმოწმება არ ხდება და უამრავი შემთხვევა არსებობს, როდესაც ადამიანები შარდს არ აბარებენ და მთელი პროცედურა ამით სრულდება.

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი