ახალი ამბები

მანანა კობახიძემ რეგლამენტზე დაყრდნობით “ნაცმოძრაობას” კითხვების დასმა შეუზღუდა

12 მაისი, 2016 •
მანანა კობახიძემ რეგლამენტზე დაყრდნობით “ნაცმოძრაობას” კითხვების დასმა შეუზღუდა

პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

დეპუტატები კანონპროექტს  მთელი დღის განმავლობაში მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავენ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის რჩევით სხდომის წამყვანმა, მანანა კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობისთვის” კითხვების დასმის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

მანანა კობახიძემ სხდომაზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც სხდომას სავარაუდოდ დავით უსუფაშვილი გაუძღვება.

ბიუროს განსაზღვრული დღის წესრიგით, ამ კანონპროექტის განხილვის შემდეგ პარლამენტმა სუს-ის ანგარიში უნდა მოისმინოს.  თუმცა, შესაძლოა, პარლამენტმა გომელაურის ანგარიშს ვერ მოუსმინოს, რადგან “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტის მუხლობრივ განხილვას დიდი დრო სჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი