ახალი ამბები

ვოლსკი ბურჭულაძეზე: მასში დიდ პოლიტიკურ მომავალს ვერ ვხედავ

12 მაისი, 2016 • 1079
ვოლსკი ბურჭულაძეზე: მასში დიდ პოლიტიკურ მომავალს ვერ ვხედავ

“ქართული ოცნების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, გია ვოლსკის თქმით, ის ვერ ხედავს, რომ პაატა ბურჭულაძეს დიდი პოლიტიკური მომავალი ექნება:

“ჩვენ გვიყვარს პაატა ბურჭულაძე, როგორც კარგი მომღერალი, საქართველოს სახელის საზღვარგარეთ გამტანი, მაგრამ მასში დიდ პოლიტიკურ მომავალს ვერ ვხედავ. თუმცა, შეიძლება ვცდებოდე.”

ვოლსკის განცხადებით, შესაძლოა პაატა ბურჭულაძე რომელიმე პოლიტიკური პარტიის სატელიტი არ იყოს:

“ვნახოთ, როდესაც განცხადებებს გააკეთებს, სიტუაციას შეაფასებს, მისი გულწრფელობის ხარისხიდან გამომდინარე ალბათ იმასაც გავიანგარიშებთ, საით იხედება. შეიძლება სულაც არ იყოს სატელიტი, მაგრამ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ან მიმდინარეობის შეხედულებებს იზიარებდეს.”

პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ოფიციალურად ერთვება. ამის შესახებ ის განცხადებას ფეისბუკზე ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი