“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ოლიგარქის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ იბრძოლებს:
“ჩვენთვის და საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის მთავარია, რომ ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა დასრულდეს და დაიწყოს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლებს, ამ ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ვნახოთ, მომავალი აჩვენებს, რამდენად შეძლებს პაატა ბურჭულაძე ბოლომდე იბრძოლოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის მთავარი.”
პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ოფიციალურად ერთვება. ამის შესახებ ის განცხადებას ფეისბუკზე ავრცელებს.