ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია მინისტრმა არსენ ავაკოვმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, ზღულაძე სამინისტროში მრჩევლად დარჩება.
“კიევპოსტის” ინფორმაციით, ექსპერტები ზღულაძის პოსტიდან გადადგომის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად პოლიციის რეფორმას ასახელებენ, რომლის განხორციელებაც ვერ მოხერხდა, ისევე როგორც გასულ წელს პროკურატურის სისტემის რეფორმა. ამ დრომდე უკრაინის სასამართლოებში თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით სარჩელი 900-მა ყოფილმა პოლიციის თანამშრომლემა შეიტანა.
ასევე ცნობილია, რომ ეკა ზღულაძემ ორმაგი მოალაქეობის მიღება ვერ შეძლო. მისი შესაძლო გადადგომის შესახებ მედიაში ინფორმაცია რამდენიმე კვირით ადრე ვრცელდებოდა.
ჯერ კიდევ აპრილში პოლიციის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კიდევ ერთი ქართველი გრიგორი გრიგალაშვილი გადადგა. მარტში კი, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე და ოდესის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე პროკურატურის ორგანოებიდან დაითხოვეს, რომლის გადადგომასაც ასევე რეფორმით უკმაყოფილებას მიაწერდნენ.