ახალი ამბები

აჰმადინეჯადი სომხეთს ეწვევა

8 ნოემბერი, 2011 • • 999
აჰმადინეჯადი სომხეთს ეწვევა
ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი სომხეთს წლის ბოლოს ეწვევა.

აღნიშნული  ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანისა და ირანელი კოლეგის ალი აკბარ სალეჰის ერევანში გამართულ ერთობლივ პრესსკონფერენციაზე დადასტურდა.

სომხეთის საგარეო  საქმეთა მინისტრის განცხადებით, ირანის ლიდერის სომხეთში ვიზიტი აღნიშნული შეხვედრის მთავარი საკითხი იყო.     

ერთობლივ ფრესსკონფერენციაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ირანსა და სომხეთს შორის არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომელიც მოლაპარაკებების გზით არ შეიძლება გადაიჭრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი