ახალი ამბები

არეშიძე: ივანიშვილის პარტიას შესაძლოა, მისი შვილი ჩაუდგეს სათავეში

7 ნოემბერი, 2011 • 945
არეშიძე: ივანიშვილის პარტიას შესაძლოა, მისი შვილი ჩაუდგეს სათავეში

ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ხვდება.

შეხვედრაში მონაწილეობს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე, რომელმაც ჟურნალისტებს ის საკითხები გააცნო, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეკითხვები დაუსვეს ბიძინა ივანიშვილს.

„შეკითხვები შეეხებოდა საარჩევნო საკითხებს და ხელისუფოლების მშვიდობიან ცვლილებას, ასევე, იყო კითხვები, რომლებიც საპატიმორებში არსებულ მდგომარეობას შეეხება“, – განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმის თაობაზეც, თუ რა პოლიტიკური გეგმები აქვს მას იმ შემთხვევაში, თუკი ვერ მიიღებს მოქალაქეობსა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიას შესაძლოა მისი შვილი – უტა ჩაუდგეს სათავეში.

როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოში აცხადებენ, არასამთავრობოებთან შეხვედრის მიზანია ქვეყანაში არსებული დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის შესახებ არსებული მდგომარეობის მიმოხილვა და პრიორიტეტულ საკითხებზე მსჯელობა. შეხვედრაზე მიწვეულია არასამთავრობო ორგანიზაციების 80-მდე წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი