იტალიის პრემიერ–მინიტრი სილვიო ბერლუსკონი, შესაძლოა, რამდენიმე საათში გადადგეს. ამ ინფორმაციას “როიტერი” ბერლუსკონისთან დაახლოებული ორი ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიური გაზეთის Foglio–ს რედაქტორი და ყოფილი მინისტრი ჯულიანო ფერერა თავის ვებ–გვერდზე წერს, რომ “ბერლუსკონის გადადგომა რამდენიმე საათის, ზოგიერთის თქმით კი, რამდენიმე წუთის საქმეა”.
კიდევ ერთი იტალიური გამოცემის Libero–ს რედქტორის მოადგილე ფრანკო ბეჩისი კი ტვიტერზე აცხადებს, რომ ბერლუსკონი ორშაბათ საღამოს ან სამშაბათ დილას გადადგება.
ამ შაბათ–კვირას რომში სილვიო ბერლუსკონის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ათიაათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. იტალია, რომლის საერთო ვალი მთლიანი ეკონომიკური წარმოების 120%–ს შეადგენს, საბერძნეთის შემდეგ მეორე კრიზისულ ქვეყნად ითვლება ევროზონაში.
საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა გეორგიუს პაპანდრეუმ დღეს გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თანამდებობას კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე დატოვებს.
იტალიამ გასულ კვირას თანხმობა განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის მიერ საპენსიო, შრომითი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაზე კონტროლის შესახებ.




