ახალი ამბები

საქართველოში ხვალამდე ითოვებს

7 ნოემბერი, 2011 • 951
საქართველოში ხვალამდე ითოვებს

თბილისის მეტეოროლოგიური სადგურის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რაიონში ხვალამდე, 8 ნოემბრამდე ითოვებს.

“ამჟამად თოვს კახეთში, თოვა გადმოვიდა შიდა ქართლშიც. ფაქტიურად აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად თოვს. თბილისში, ძირითადად თოვლჭყაპია. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს რეგიონებს, დაბლობში წვიმს, მაღალმთიან რაიონებში კი თოვს”, –აცხადებს თბილისის მეტეოროლოგიური სადგურის წარმომადგენელი, დოდო გვაზავა.

მეტეოროლოგიური სადგურის ინფორმაციით, თოვა ამ საღამოს, უმეტეს რაიონებში შენარჩუნდება და ხვალ, დღის პირველ ნახევარში გამოიდარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი