
რუსული მედიისა და “ფრანს–პრესის” ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა ევროპის ვალის კრიზისსა და მსოფლიო საფინანსო სისტემის რეფორმირების გზებს შეეხება.
სავალუტო ფონდის თავმჯდომარე ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს, ფინანსთა მინისტრსა და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდება.
რუსეთი, რომელსაც შედარებით დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო ვალი აქვს და არც ევროპის ვალის კრიზისი შეხებია, ევროზონაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემბის გამო გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ახლო მომავალში შესაძლოა, ეს მოვლენები რუსეთსაც შეეხოს.
კრემლის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთი სსფ–სთან მოლაპარაკებების შემდეგ დახმარებას 10 მილიარდი დოლარის ოდენობით გამოყოფს.
რუსეთის შემდეგ ქრისტინ ლაგარდი ჩინეთსა და იაპონიას ეწვევა. ლაგარდის განცხადებით, აღნიშნული ტურნეს ფარგლებში სამივე ქვეყანა დაინტერესებულია ევროპის ფინანსური დახმარებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობისა და ზედამხედველობის ქვეშ.