ახალი ამბები

შიმონ პერესი: ირანზე შეტევის ალბათობა იზრდება

7 ნოემბერი, 2011 • • 973
შიმონ პერესი: ირანზე შეტევის ალბათობა იზრდება
ირანი, პარსინის სამხედრო ბაზა
ირანი, პარსინის სამხედრო ბაზა
ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევის ალბათობა ისრაელისა და სხვა ქვეყნების მიერ უფრო და უფრო იზრდება. აღნიშნული განცხადება მან ისრაელის ტელევიზიის მეორე არხთან საუბარისას გააკეთა.

“სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ყურადღებით აკვირდებიან ირანს და ისინი შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ ირანი მზად არის ბირთვული იარაღის საწარმოებლად,” – აღნიშნავს პერესი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ისრაელის მედია ღიად ალაპარაკდა პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაკის ერთობლივ გეგმებზე, რომლის თანახმადაც, ისრაელი დასავლეთის დახმარებით ირანის იმ ბირთვულ ობიექტებზე გეგმავს შეტევას, სადაც, მათი შეფასებით, ირანი ატომურ ბომბს ამზადებს.  

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აკბარ სალეჰი კი კატეგორიულად უარყოფს ქვეყანაში ბირთვული იარაღის დამზადების ფქტს და აღნიშნავს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების შესახებ ანგარიში, რომელსაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ამზადებს, ყალბ მტკიცებულებებზეა დამყარებული.

ატომური სააგენტო აღნიშნულ ანგარიშს წევრ ქვეყნებს 8 ან 9 ნოემბერს წარუდგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი