ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში გუშინ ორი მაღაროელი დაიღუპა. მაღაროელთა დაღუპვა მაღაროში ჭერის ჩამონგრევამ გამოიწვია. შემთხვევა 6 ნოემბერს, საღამოს 10 საათზე მოხდა.
ბოლო ორი წლის მანძილზე მინდელის მაღაროში, გუშინდელი უბედური შემთხვევის ჩათვლით, სულ 12 ადამიანია დაღუპული. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა. მაშინ მაღაროში გეგმიურ აფეთქებას 35 წლის თემურ გაბრიაძე ემსხვერპლა. 2010 წელს ამ მაღაროში მეთანის გაზის აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 2011 წელს კი – ორი, იყვნენ დაშავებულები. 2011 წლის იანვარში მომხდარი აფეთქებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა დამნაშავეების დასჯა მოითხოვა, რის შემდეგაც 2 მუშა უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დააპატიმრეს. რაც შეეხება თემურ გაბრიაძის დაღუპვას, ქარხნის ხელმძღვანმელობამ ის თავად გარდაცვლილის დაუდევრობით ახსნა.
გუშინდელი უბედური შემთხვევის გამოსაძიებლად “საქნახშირი” სპეციალურ კომისიას შექმნის, რომელმაც მომხდარის რეალური მიზეზი უნდა დაადგინოს.
მინდელის სახელობის მაღარო ტყიბულში, სადაც ბოლო ორი წლის მანძილზე 12 ადამიანი დაიღუპა, კომპანია ”საქნახშირს” ეკუთვნის, რომელიც ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა. ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელი კი არის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით ბეჟუაშვილი.
ამავე თემაზე:




