ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილის დღიურები

7 ნოემბერი, 2011 • 1042
ბიძინა ივანიშვილის დღიურები

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ქართველმა მილიარდერმა, რომელმაც პოლიტიკური განაცხადი გააკეთა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს, დღიურები დაწერა რადიო “თავისუფლებისთვის”.

“თავისუფლების დღიურები” რადიო “თავისუფლების” პროექტია და იგი ყოველ კვირას გადაიცემა რადიოს ეთერით. დღიურების აუდიო, ვიდეო და ტექსტური ვერსიები ასევე ქვეყნდება რადიოს ვებ–გვერდზე.  პროექტის მიხედვით ადამიანები, რომლებსაც რადიო ამ პროექტში მონაწილეობას სთავაზობს, მთელი კვირის განმავლობაში წერენ დღიურებს, შემდეგ კი რადიოში წერენ.

ბიძინა  ივანიშვილი თავის დღიურებში, რომელიც 6 ნოემბერს გამოაქვეყნა რადიო “თავისუფლებამ”, ძირითადად, ვარჯიშზე, სეირნობაზე, ოჯახთან ერთად გატარებულ დღეებსა და პირველი პრესკონფერენციის შთაბეჭდილებებზე  წერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი