ახალი ამბები

“კოლიბაქტერიებით დაბინძურებული ბავარიული სოსისი”

4 ნოემბერი, 2011 • 1196
“კოლიბაქტერიებით დაბინძურებული ბავარიული სოსისი”

„20 ოქტომბერს ცხელი ხაზის ტელეფონზე საჩივრით მომხმარებელი გვატყობინებდა, რომ ვარკეთილი 3, 1 მ/რ-ის 25 და 35 კორპუსების მიმდებარედ მდებარე მაღაზიაში შეიძინა ”ლიდერ-ფუდის” ასაწონი ბავარიული სოსისი, რომელიც მიირთვეს მან და მისმა ქალიშვილმა და ორივე მოიწამლა, –ნათქვამია “საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის” საიტზე momxmarebeli.ge–ზე, რომლის მიზანი, ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვაა.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ, რომელიც მოქალაქეებისგან მათი სამომხმარებლო უფლებების დარღვევის  შემთხვევაში, მათთან ცხელ ხაზზე დაკავშირებასა და ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს, აღნიშნული საჩივრის გადამოწმების მიზნით 20 ოქტომბერს მითითებულ მაღაზიაში ლიდერფუდის ბავარიული სოსისი შესიყიდა.

„შესყიდვას ესწრებოდა კვების პროდუქტების ექსპერტი, რომელმაც სოსისი მაღაზიის შეფუთვიანად დაუყოვნებლივ მოათავსა სტერილურ თერმოსში. სოსისი ჩაბარდა ლაბორატორიას მიკრობიოლოგიური ანალიზისთვის. 26 ოქტომბერს მივიღეთ ლაბორატორიის პასუხი, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნული პროდუქტი დაბინძურებულია კოლიბაქტერიებით. ვინაიდან პროდუქტი ჰერმეტულად შეფუთული არ იყო, დაბინძურება შეიძლებოდა წარმოქმნილიყო, როგორც მისი წარმოების, ასევე გადაზიდვის, შენახვის ან რეალიზაციის ფაზაზე. კოლიბაქტერიები პირობით პათოგენად ითვლება და შესაძლებელია გარკვეულ პირობებში (განსაკუთრებით დასუსტებულ ორგანიზმში) გამოიწვიოს მოწამვლა. თუმცა ისინი საკმაოდ იოლად იხოცებიან თერმული დამუშავების დროს. ამიტომ მომხმარებელს ვურჩევთ, გულდასმით მოხარშოს ან შეწვას ასაწონი სოსისები (სულ ცოტა 10-15 წუთი, თავდახურულ ჭურჭელში).

ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევის შესახებ გაეგზავნა მეწარმესმაღაზიას და სურსათის უვნებლობის სააგენტოს.“, –აღნიშნულია ვებ–გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი