ვებ–გვერდის თანახმად, გენერალური მდივნის ვიზიტი 9–10 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების მიწვევით გაიმართება.
რასმუსენი 9 ნოემბერს თბილისში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას უხელმძღვანელებს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მიიღებს მონაწილეობას.
10 ნოემბერს გენერალური მდივანი და ნატო-ს ქვეყნების ელჩები პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს და პარლამენტის წევრებს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდებიან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები, რომელშიც ნატო–ს ელჩები ოპოზიციური პარტიების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.
ვიზიტის ბოლო დღეს კი ნატოს გენ–მდივანი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურთან გამართავს შეხვედრებს.
რასმუსენი სიტყვით გამოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში მომსახურე ქართველ ჯარისკაცებსაც შეხვდება.




