დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით “კომუნისტურის პარტიის” ორგანიზებით გორის ცენტრში მსვლელობა იმართება. დემონსტრანტები სტალინის მუზეუმიდან მსვლელობით მივიდნენ ქალაქის მერიამდე.
“დიდება დიდ სტალინს,” – ასეთია მსვლელობის მონაწილეების ძირითადი სლოგანები, ისინი გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ.
მსვლელობის დროს დაპირისპირება მოხდა, ნიღბიანი ახალგაზრდების ჯგუფმა გადაუღობა მათ გზა, რომლებიც მსვლელობის მონაწილეებს ეძახდნენ “მოღალატეებს” და “რუსეთის მონებს”.
“კომუნისტების” თქმით, ისინი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ “ნეიტრალურ საქართველოსთან” ერთად ბლოკში გაერთიანებით და მათი საერთო მაჟორიტარი კანდიდატი გორში იქნება ვალერი კვარაცხელია.