შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ციხის ჯანმრთელობის პროექტის ექსპერტთა გადაწყვეტილებით, გლდანის ¹№ 8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას გადაეცა სპეციალური ჯილდო მეტადონით მკურნალობის პროგრამის განხორციელებისათვის.
„ეს ჯილდო პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმის წარმატებული მიმდინარეობის აღიარებაა. აღსანიშნავია, რომ ამ რეფორმის განხორციელების საკითხებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან. დღევანდელ სხდომაზე ასევე განვიხილეთ სტრატეგია, რომელიც ციხეებში სამედიცინო სერვისების განვითარების გრძელვადიან ხედვას წარმოადგენს. ვფიქრობ, ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად პენიტენციური სისტემის ჯანდაცვა კიდევ უფრო ინტეგრირებული გახდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.”-აღნიშნა ანდრია ურუშაძემ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ჯანმრთელობის დაცვის რეფორმის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ხელმძღვანელობენ.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მთავარი თემები, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პენიტენციური სისიტემის ჯანდაცვის რეფორმის განვითარების სტრატეგიულ გეგმა და გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დაჯილდოება იყო.
ამავე თემაზე: ჯანმრთელობა საპატიმროებში





