ახალი ამბები

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ახალი პარტია

3 ნოემბერი, 2011 • 1402
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ახალი პარტია

ამ წუთებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პარტია „განახლებული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობაზე უკვე აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე ნანა გულუა – “განახლებული საქართველოს” დამფუძნებლის, მინდია გულუას და. თავად მინდია გულუა – რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ფილარმონიაში ამ დრომდე არ გამოჩენილა.

ყრილობას რამდენიმე ასული დელეგატი ესწრება. დამფუძნებელმა ყრილობამ უკვე აირჩია პარტიის გამგეობის შვიდი წევრი: ნანა გულუა, ჯემალ ანთიძე, აპოლონ პაჭკორია, ლევან ვარნიანი, გელა მირდაკია, ირაკლი ქარდავა, გიორგი ვანიშვილი.

პარტიის ყრილობაზე სტუმრის სტატუსით იმყოფება მსახიობი გურამ ფირცხალავა, ასევე, დიმა ჯაიანი, რომელიც ყრილობაზე “წინააღმდეგობის მოძარობის” სახელით მივიდა.

პარტიის პრეზენტაცია ფილარმონიაში ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლებით დაიწყო. ასევე, უჩვენეს რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმის ნაწყვეტები, ფხაზეთის და აგვისტოს ომის კადრები.

“განახლებული საქართველოს” წარმომადგენლების თქმით, ახალი პარტიის მიზანია დემოკრატიული საზოგადოების ფორმირება, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური უღთიერთობების დამყარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი