ახალი ამბები

ივანიშვილის “ქართული ოცნების” პრეზენტაცია ფილარმონიაში გაიმართება

3 ნოემბერი, 2011 • 1144
ივანიშვილის “ქართული ოცნების” პრეზენტაცია ფილარმონიაში გაიმართება

ბიძინა ივანიშვილი ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, სახელწოდებით – “ქართული ოცნება”.

„ქართული ოცნების“ პრეზენტაცია 25 ნოემბერს შედგება. საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში იგეგმება.

“დარბაზის გამოყოფის თხოვნით ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე ფილარმონიის ხელმძღვანელობას ხვალვე მიმართავს. საზოგადოებრივ მოძრაობას თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. მოძრაობის სხვა წევრების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ივანიშვილის პრეს–სამდივნო ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი