ახალი ამბები

“ევროპული დღეები” რიყის პარკში კონცერტით დასრულდება

8 მაისი, 2016 • 2191
“ევროპული დღეები” რიყის პარკში კონცერტით დასრულდება

“ევროპული დღეების” ფარგლებში საქართველოს ქალაქებში კულტურული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. კვირეული თბილისში, რიყის პარკში მოწყობილ “ევროსოფელში” გაიხსნა. ორგანიზატორები სტუმრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კუთხეების დათვალიერებას და ევროპული სამზარეულოს დაგემოვნებას სთავაზობენ. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის ზოოპარკის შოუ, საბავშვო თამაშები და კონკურსები. დღე დასრულდება საზეიმო კონცერტით ღია ცის ქვეშ ცნობილი ევროპელი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით. ასევე, დღის პროგრამა ბავშვებს და ახალგაზრდებს გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობს.

საღამოს გაიმართება კონცერტი ღია ცის ქვეშ ცოცხალი შესრულებით. კონცერტში მონაწილებას მიიღებენ ქართული ნაციონალური ბალეტის, “სუხიშვილების” მოცეკვავეები. საღამოს კონცერტზე გამოვლენ ევროვიზიის ვარსკვლავები: ნინა სუბლატი და ჯგუფი “ელდრაინი”, ჯგუფი “ნიუტონი”, იტალიელი ტენორი პიერო მაცოკეტი, რომელიც საქართველოს პირველად სტუმრობს, და ქართველი სოპრანო ირინა თაბორიძე.

კვირეული საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება.

"ევროპული დღეები" რიყის პარკში. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ევროპული დღეები” რიყის პარკში. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

"ევროპული დღეები" რიყის პარკში. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ევროპული დღეები” რიყის პარკში. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი