ახალი ამბები

კლინტონი აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ენერგოთანამშრომლობას მიესალმება

2 ნოემბერი, 2011 • • 934
კლინტონი აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ენერგოთანამშრომლობას მიესალმება
აშშ–ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ენერგოთანამშრომლობის საკითხებში გაფორმებულ ხელშეკრულებას მიესალმება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “apa.az” ავრცელებს.  

“აშშ მიესალმება თურქეთის პრემიერ მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევს შორის გაფორმებულ ენერგოშეთანხმებას. გვჯერა, აღნიშნული პარტნიორობა დაგვეხმარება, რომ ბერკეტად გამოვიყენოთ ახალი ენერგია, ინოვაცია და რესურსები. პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ გიულის ხელმძღვანელობით ჩვენ გავაძლიერებთ დიპლომატიურ ჩართულობას, მათ შორის ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მეშვეობით,” – განაცხადა კლინტონმა ვაშინგტონში თურქეთ–ამერიკის საბჭოს შეხვედრაზე.

თურქეთმა და აზერბაიჯანმა იზმირში ხელი მოაწერეს შეთანმებას ბუნებრივი აირის  შეძენის, გაყიდვისა და სატრანზიტო გარიგებების შესახებ. შეთანხმების დეტალების თანახმად, აზერბაიჯანის შაჰ დენიზ II-დან ევროპაში 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი, ხოლო თურქეთში 6 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი