ახალი ამბები

ნინო სურგულაძე: ფონდ ”ნატვრის ხის” 15 ივნისის ღონისძიებას სოფი ლორენი შეუერთდება

7 მაისი, 2016 • 2303
ნინო სურგულაძე: ფონდ ”ნატვრის ხის” 15 ივნისის ღონისძიებას სოფი ლორენი შეუერთდება

ცნობილი საოპერო მომღერალი, მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე, რომელიც საქართველოში საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხეს” ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ 15 ივნისს ამ ფონდის ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის თეატრში შეუერთდება მსახიობი სოფი ლორენი, როგორც საპატიო სტუმარი.

“მან სრულიად უსასყიდლოდ გამოთქვა სურვილი დადგეს ჩვენთან ერთად ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად”, – წერს ნინო სურგულაძე ფეისბუკის გვერდზე.

თბილისში უკვე იმყოფებოდა სოფი ლორენის ვაჟი, ცნობილი დირიჟორი, კარლო პონტი. მან მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორა.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 2014 წელს დაფუძნდა. ფონდი პერიოდულა მართავს საქველმოქმედო ღონისძიებებს და შემოსული თანხით სოციალურად დაუცველი ბავშვების მკურნალობას აფინანსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი