ახალი ამბები

ივანიშვილი პატარკაციშვილზე

1 ნოემბერი, 2011 • 877
ივანიშვილი პატარკაციშვილზე
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა შეკითხვას მის პერსონასა და ბადრი პატარკაციშვილს შორის გაავლებულ პარალელზე.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მას თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილთან, როგორც მის თანამემამულესთან, თუმცა არ ჰქონია ბიზნესურთიერთობა პატარკაციშვილთან.

“რაც შეეხება პარალელებს, მე მგონი, სხვაობა არის, რადგან ბადრის გაცხადებულად ჰქონდა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი და ამას არ მალავდა, მე მსგავსი სურვილები არასდროს მქონია,  პირიქით, მე უბრალოდ ჩემი ქვეყნის დაკარგვის საფრთხე დავინახე, ამიტომ ჩემი პრინციპები გვერდზე გადავდე და პოლიტიკაში მოვედი”–განაცხადა  ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი