ახალი ამბები

ივანიშვილი: მალკინთან საერთო ბიზნესი აღარ მაქვს

1 ნოემბერი, 2011 • 1448
ივანიშვილი: მალკინთან საერთო ბიზნესი აღარ მაქვს
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

მედიაკავშირ  “ობიექტივის” შეკითხვაზე, დაისჯებიან თუ არა სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელები, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ მას ამ კონკრეტულ შემთხვევებზე პასუხის გაცემა გაუჭირდება, თუმცა გადაჭრით შეუძლია იმის თქმა, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგება და  მოქალაქეებს სამართლიანობის გრძნობა გაუჩნდებათ.

“პრაიმ–ტაიმის” შეკითხვაზე – ივანიშვილის პარტნიორობის შესახებ მალკინთან, რომელსაც, ჟურნალისტის თქმით, კანადაში იარაღითა და ალმასებით უკანონო ვაჭრობის ბრალდება აქვს წაყენებული, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ მას უკვე 8 წელია არ აქვს მალკინთან ბიზნესურთიერთობა და იქვე აღნიშნა, რომ მალკინი არ ყოფილა იარაღით ვაჭრობის საქმეში გარეული:

“უბრალოდ,  მას კანადის მოქალაქეობის მიღება სურდა და ამის გამო სულელური გადაწყვეტილება მიიღო, კანადაში მილიონიანი ინვესტიცია ჩადო, რადგან ამის გამო შესაძლებელი იყო, მისთვის მოქალაქეობა მიეცათ,  ამ ბიზნესის გამო მას ბევრი პრობლემა შეექმნა და დღემდე ამ პრობლემებშია ჩართული”.

ბიძინა ივანიშვილმა, ასევე, ისაუბრა მისი ბიზნესის გამჭვირვალობაზე, რომ მის ბიზნეს–საქმინობაში შავი ლაქა ვერ იპოვნეს.

“მე კანონის ფარგლებში ვახერხებდი გამჭვირვალე ბიზნესის კეთებას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი