ახალი ამბები

ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის შესახებ

1 ნოემბერი, 2011 • 954
ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის შესახებ
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ტრიპოლკი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ტრიპოლკი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

“მე იმედი მაქვს, რომ ინტერესთა თანხმობა მოხდება. ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის ინტერესიცაა. ამ კუთხით ურთიერთობის დალაგება მის ინტერესებშიც შედის, იმიტომ, რომ მას სერიოზული პრობლემები ექმნება საერთაშორის ასპარეზზე და მოგეხსენებათ, შიდა პოლიტიკაშიც უქმნის პრობლემებს, რადგან კავკასიის რეგიონი შეიძლება მისთვის საფრთხის შემცველი გახდეს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ პუტინის ინტერესებშიც შედის ურთიერთობების დალაგება”

ჟურნალ ტაბულას შეკითხვას, რა აძლევს მას იმის ფიქრის საფუძველს, რომ რუსეთი დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებს და კორუფციასთან ბრძოლას დაიწყებს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს დემოკრატიულობის თვალსაზრისით ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს, ივანიშვილმა უპასუხა:

“მე არ ვაპირებ განცხადებების კეთებას იმასთან დაკავშირებით, რუსეთი როგორი გზით წავა, მე იმედი გამოვთქვი, რომ შესაძლებელია ამ გზით წავიდეს. რუსეთის პოლიტიკაზე აქცენტს ჯობია, ჩვენ პოლიტიკას მივხედოთ, რუსეთზე არადემოკრატიულ ქვეყნებთანაც ახერხებენ დემოკრატიული ქვეყნები ურთიერთობას, სწორედ ეს  არის დიპლომატია. როგორ მთავრობასაც აირჩევს რუსეთი, იმ მთავრობასთან უნდა ვაწაარმოოთ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა” –განაცხადა ივანიშვილმა

მასალების გადაბეჭდვის წესი