ახალი ამბები

პირველი კითხვა–პასუხი ივანიშვილის პრესკონფერენციაზე

1 ნოემბერი, 2011 • 1093
პირველი კითხვა–პასუხი ივანიშვილის პრესკონფერენციაზე

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

ბიძინა ივანიშვილთან პრესკონფერენციაზე პირველი კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ნინო გომართელმა დასვა:

ბატონო ბიძინა, თქვენზე საზოგადოებამ ბევრი რამ არ იცის, საზოგადოებამ იცის, რომ თქვენ მდიდარი ადამიანი ხართ და ბევრი ფული გაქვთ, თქვენ პირველ წერილში თავს დაესხით მედიას და უარი თქვით მედიასთან თანამშრომლობაზე, დღევანდელ პრეს–კონფერენციაზ პრობლემა შეუქმენით საზოგადოებრივ მაუწყებელს, მედიასთან ამ დამოკიდებულებით აპირებთ ჟურნალისტებთან ურთიერთობას და ისეთი დემოკრატიის აშენებას, რომელთაც ევროპის გაკვირვებას აპირებთ?

–მე პირველ რიგში ვისურვებდი თქვენ ისეთი კითხვებით მოსულიყავით, რომელიც უშუალოდ თქვენ გაწუხებთ და არა იდეოლოგიურად მომზადებეული. მე ვისურვებით დემოკრატიულ მედიას და არა ისეთს, როგორიც “რუსთავი 2”–ია “იმედი” და “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მე მივმაღტე “მაესტროს” და “კავკასიას”, რომლებიც საბედნიეროდ არსებობს და შენიშვნა მივეცი მხოლოდ, რომ ყოფილიყვნენ მუდამ ობიექტურები. “საზოგადოებივ მაუწყებლისგან” პირიქით შეიქმნა უამრავი პრობლემა და ირაკლი ტრიპოლსკიმ იმდენი ინერვიულა წონაშიც დაიკლო, მეც ვაწყნარებდი, ამიტომ თქვენი ბრალდებები არასწორია. მე გულწრფელი ვარ და თქვენც მინდა იყოთ გულწრფელი, ამიტომ დასვით ის კითხვები რაც თქვენ გიჩნდებათ და არა ის რაც დაგავალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი